1-იმ წუთიდან,როდესაც წარმართებმა დაივიწყეს,რომ უნდა შეენარჩუნებინათ თავიანთი რწმენის ებრაული ფესვები,ებრაელმა ხალხმა სიკვდილი დაიწყო.
მას შემდგომ,რაც ეკლესიამ დაივიწყა თავისი ებრაელობის შესახებ,მან დაიწყო ებრაელთა დადანაშაულება უფლის მკვლელობაში. ებრაელებს ეძახდნენ „ქრისტეს მკვლელებს“,მანამდე სანამ მოკლავდნენ ისინი, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ და ნაცისტებს. ჰიტლერი დასცინოდა ეკლესიას და ამბობდა:“ მე უბრალოდ ვასრულებ იმას,რაც თქვენ დაიწყეთ.“ ისტორია სავსეა ინფორმაციით დევნაზე, განდევნაზე, პატიმრობებზე,კონფესკაციებზე, გაუპატიურებებსა და ებრაელთა მასობრივ მკვლელობებზე ე.წ ქრისტიანების მიერ, რომელნიც ჩამოშორებულნი იყვნენ ჭეშმარიტებას. 30 000 მოქცეული ებრაელი ბოძებს მიაბეს და დახოცეს კათოლიკური ეკლესიის ბრძანებით,რომელიც ბრალად სდებდა მათ იუდაიზმზე გადასვლას.!
უფრო მეტიც,როგორც კი ეკლესიის ლიდერებმა დაივიწყეს თავიანთი ებრაული ფესვები,მოიგონეს თეოლოგია,რომელიც ასწავლის,რომ ისრაელი ჩაანაცვლა ეკლესიამ,რომ ღმერთმა ზურგი აქცია ისრაელს და უფრო მეტიც, ვითომდა ღმერთს ეზიზღება ისრაელი. (იხილეთ იოანე ოქროპირის სწავლებები,ის ცხოვრობდა 347-407წლებში).
2. იეშუა (იესო) დაბრუნდება დედამიწაზე,როგორც ისრაელის მეფე.
იეშუა იერუშალემში ბრუნდება (ზაქ.14:3-4) და არა რომში. როდესაც ეს მოხდება, ხალხი მოვა წმიდა ქალაქში წელიწადში ერთხელ,რათა თაყვანი სცენ უფალს კარვობის დღესასწაულზე. (ზაქ. 14:16). ეკლესიას,რომელიც არ ცნობს მესიის ებრაელობას,შეიძლება დაეძინოს და ვერც კი დაელოდოს უფლის (ებრაელი იეშუას) მეორედ მოსვლას. ეკლესია 2000წლის განმავლობაში იმდენად იყო აღვსილი ანტისემიტიზმით,რომ მხოლოდ ის კი არ დაივიწყა,რომ თავად იეშუა იყო ებრაელი,არამედ ისიც,რომ ეს ბრუნდება კიდეც,როგორც ებრაელი.
3-თუ თქვენ ვიღაც გიყვართ,თქვენ ისიც უნდა გიყვარდეთ,რაც მას უყვარს.
თუ თქვენ გიყვართ იეშუა (იესო) უნდა იცოდეთ,მას უყვარს თავისი ხორციელი და-ძმები და სურს იხილოს,როგორ ბრუნდებიან ისინი მისკენ. მან ცრემლებით მიმართა იერუშალემში მცხოვრებ ორთოდოქს ებრაელებს:“ ვერ მიხილავთ,სანამ არ შესძახებთ: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი.“ (მათე 23:39)
ივრითულად ეს სიტყვები „კურთხეულია მომავალი“ მისალემას ნიშნავს. ეს ის მიმართვაა,რომლის მეშვეობითაც ვიღაცას ესალმებით. ვინც უბრალოდ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდა,ან სახლში გესტუმრათ.
მე დავბრუნდი ისრაელში ამ კვირაში,ამერიკიდან, სადაც მსახურებაზე ვიყავი ჩასული. ჩემმა ახლო მეგობარმა და წინამძღვარმა აშერ ანტრატერმა თავისთან მიმიპატიჟა და პირველი სიტყვები,რომლებიც მითხრა ეს იყო:“ ბარუხ აბა" (კურთხეულია მომავალი). ეს სიტყვები ივრითულად წერია ისრაელის აეროპორტში და ესალმება მათ,ვინც ჩამოდიან.
იეშუა ამბობდა ამ სიტყვებით:“ მე არ მოვალ მანამდე,სანამ თქვენ არ მიმიღებთ მე.“ იოსების შემთხვევაშიც ასე იყო. ის მრავალი ქვეყნის ხალხს უყვარდა, მაგრამ მისი სიხარული არ იყო სრულყოფილი,სანამ მისმა ძმებმა არ მიიღეს იგი. ამას გარდა, როდესაც ნეფე უახლოვდება საკურთხეველს, ებრაულ ქორწილში, ისმის სიმღერა:“ კურთხეულია ვინც მოდის უფლის სახელით.“ (უფლის სახელით მომავალი). იეშუა ნეფეა,მაგრამ ის დაბრუნდება მაშინ,როდესაც დაუძახებენ.
ამას გარდა,თავის გოდებაში,პავლე მოციქული წარმოთქვამს ყველაზე ძლიერ სიტყვებს,რომ ის მზად იყო,თავად წასულიყო ჯოჯოხეთში,ოღონდ კი მისი ძმები,ებრაელები, გადარჩენილიყვნენ. (რომ. 9:1-5). თუ თქვენ გიყვართ იეშუა,უნდა გიყვარდეთ ისინი,ვინც მას უყვარს,მას კი უყვარს თავისი ძმები.
4-ღმერთის გეგმაა,რომ გამოიყენოს სხვა ხალხები რათა ისინი მიწვდნენ ისრაელს.
რომაელთა 11:11ში ნათქვამია,რომ ხსნა ეუწყათ წარმართებს,რათა ისრაელში აღიძრას შური. ღმერთმა სულიწმიდით სცხო წარმართებს,რომ მიწვდეს ებრაელებს. თანაც ნუ დავივიწყებთ,რომ ისრაელს ერქვა „ნათელი ერებისთვის“( ესაია 42:6; 49:6). დღეს კი ერები მოწოდებულნი არიან,რომ ღმერთის სიყვარულით მიუახლოვდნენ ისრაელს. მე იეშუა ებრაელმა მიქადაგა და მისი მეშვეობით ვირწმუნე,ასევე უამრავი მესიანელი ებრაელი,რომელსაც მე ვიცნობ. ღმერთმა მოგვცა ცხებულება,რომ ხმა მივაწვდინოთ ისრაელ ერს!
5-გაექეცით სამსჯავროს
რომაელთა 11:17-23 ამბობს,რომ თუ ეკლესია, წარმართებისგან შემდგარი, ცუდად მოექცევა ისრაელს,ის დადგება გადაწევის საფრთხის წინაშე. ვიცი რომ ეს მძიმე წასაკითხია და რთულ ენაზეა,მაგრამ მე არ დამიწერია ეს გზავნილი,პავლემ დაწერა. (რომ 11:20-22)
შეიძლება მოგიწოდოთ,რომ წაიკითხოთ ეს თავი და მისცეთ უფალს საშუალება ესაუბროს თქვენ გულებს? დაიწყეთ მე-11-ე მუხლიდან.
6-სიყვარულის ვალი
ღმერთმა მოავლინა იეშუა ისრაელის მეშვეობით. არ არის ისრაელი-არ არის ხსნა. ეს მოხდა იმ ადამიანთა ლოცვით,როგორებიც იყვნენ შიმეონი და ანა, ისინი ორივე ებრაელები იყვნენ,ისინი ლოცულობდნენ რომ დაბადებულიყო მესია,რომელზეც ებრაელი წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებდნენ. ისრაელის გარეშე არ იქნებოდა არც ძველი აღქთმა და არც ახალი აღთქმა,რადგან სწორედ ძველი აღთქმა წინასწარმეტყველებს ახალზე (იერემია 31:31-33) და ახალი აღთქმაც დაწერილია ებრაელებისგან. აბრაამის გარეშე არ იქნებოდა მესია! დავითის გარეშე,ვერავინ იწოდებოდა „დავითის ძედ“! ისრაელი რომ არა,ერები დღესაც თავიანთ ახალშობილებს მსხვერპლად შეწირავდნენ ცრუღმერთებს. ებრაელები იყვნენ ისინი,რომელთაც თქვეს:“ ღმერთი ერთია“-რევოლუციური თეოლოგია წარმართულ სამყაროში.
ეს იყვნენ ებრაელი მოციქულები,რომელთაც ხსნის შესახებ აუწყეს სხვა ერებს. წარმართთა მოციქული ებრაელი რაბინი იყო (რომ.11:13). წარმართთა ეკლესიას სიყვარულის ვალი აქვს უფროსი ძმის,ისრაელის მიმართ,რომელმაც მესია წარუდგინა მთელს მსოფლიოს.
7. გამოღვიძების სურვილი
რომაელთა 11:12-15-ში გარკვევით წერია,რომ ისრაელის დაცემით სიმდიდრე ეღირსათ წარმართებს,მაშ წარმოვიდგინოთ რა მოხდება,თუკი ისრაელი მიიღებს სახარებას? პასუხი: სიმდიდრე და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა. მოუსმინეთ პავლეს სიტყვებს აქ:
„თუკი მათი დაცემა სოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა წარმართთა სიუხვე,მით უმეტეს მათი სისავსე! თუკი მათი დაცემით შევურიგდით ღმერთს,რაღა იქნება მათი შემოერთება,თუ არა მკვდრეთით აღდგომა?“
თუკი ისრაელმა,როდესაც უარი თვა ხსნაზე,ამით გამოაღვიძა სხვა ხალხები,მათი შემოერთება სწორედ რომ მსოფლიო გამოღვიძება იქნება. ეს იქნება სიმდიდრე ქვეყნისთვის. სიცოცხლე სიკვდილიდან. (15). თუკი მოციქულთ საქმეების წიგნი სიმდიდრეს აღწერს,ე.ი წინ იმდენად დიდი სიმდიდრეა,რომლის მსგავსი ჯერ არაფერი გვიხილავს.
8. ებრაელები გამოეყვნენ იეშუას
იმის გამო,რომ სახარებებს მოაშორეს თავისი ებრაული ფესვები,ებრაელებს ისღა დარჩათ,რომ ეფიქრათ- ეს სხვა ისტორიაა,ისტორია ხალხის,სახელად:პეტრე,პავლე,მარია და ა.შ.,რომელიც მოდის რომის იმპერიიდან,წარმართებიდან და ეწინააღმდეგება ისტორიას, შიმონისგან,შაულისგან,იაკობისგან და მირიამისგან,რომელიც მოხდა გალილეასა და იერუშალემში და თითქმის მთელი ისტორიის ყურადღება ფოკუსირებულია ებრაელებზე.
ებრაული კონტექსტის გარეშე (რომ ებრაელთა მესია დაბრუნდება) ებრაელებს ისღა დარჩენიათ სწამდეთ,რომ ქრისტიანთა იესო და იუდაიზმი გამორიცხავენ ერთმანეთს. ებრაული სამყარო, შეცდომით, ეთანხმება იუსტინე წამებულის სიტყვებს:“ ის,ვინც იქნება ებრაელიც და ქრისტიანიც,ვერ იქნება ვერც ებრაელი და ვერც ქრისტიანი.“ ებრაელებს შეცდომით სჯერათ,რომ ახალი აღთქმა ახალი რელიგიაა.
შეგიძლიათ დაწეროთ კიდევ რაიმე მიზეზი, თუ რატომ არის ებრაული ფესვები ასე მნიშვნელოვანი არაებრაელი მოწმუნეებისთვის?
მადლობა ავტორს ამ სტატიისთვის. სიხარულით წავიკითხავდი მის სხვა ნაწერებსაც
ReplyDelete