"ლეკახ ტოვ"
და დადგა მოშე ჭიშკრებში ბანაკისა და თქვა: ვინც ღმერთისკენ არის-მოდით ჩემთან" (შემოთ 32:26)
რაბი შიმონ შვაბი მოგვითხრობს,რომ ერთხელ ბავშვი ეწვია ხაფეც ხაიმს, ხაფეც ხაიმმა მიმართა კითხვით პატარას-ქონენი ხარ,თუ ისრაელი (არა ქონენი)?
ბავშვმა უპასუხა-ისრაელი
-მე ქონენი ვარ-უპასუხა ხაფეც ხაიმმა,შემდეგ კი ისევ ჰკითხა:იცი რა განსხვავებაა ქონენსა და ისრაელს შორის? და თავადვე გასცა პასუხი-დაახლოებით 3000წლის წინ,როდესაც მოშე დადგა ებრაელთა ბანაკის ჭიშკრებში დაიძახა: "ვინც ღმერთისკენაა-მოდით ჩემთან." ჩემი წინაპრები გაიქცნენ მოშესკენ,შენები კი არა. სამაგიეროდ ჩემმა წინაპრებმა მიიღეს ჯილდოდ-მსახურება ტაძარში. შემდეგ კი დაასრულა ხაფეც ხაიმმა: რატომ გიყვები ამას იცი? ყოველ ებრაელს აქვს მომენტი ცხოვრებაში,როდესაც მას სული მიმართავს:ვინც ღმერთისკენ არის-მოდით ჩემთან.! და როდესაც გაიგებ შენ ამ ხმას შენი სულიდან-არ დააყოვნო.! არ გაიმეორო წინაპრების შეცდომა,რითიც მათ დაკარგეს საშუალება ტაძარში მსახურებისა სამარადისოდ,გაიქეცი ამ ხმაზე და არ გაუშვა ის..!
No comments:
Post a Comment