Monday, May 18, 2015

მშობლები და შვილები

მშობლები
 და 
შვილები

ბავშვებს ქცევის წესები უნდა ვასწავლოთ პატარა ასაკიდან. უნდა ვიცოდეთ,რომ ყველა ბავშვი იბადება ეგოისტად და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ჩვენი ამოცანაა ვასწავლოთ მას,რომ მის გარშემო არის სამყარო,რომელსაც ის სჭირდება, რომ არიან კიდევ სხვა ბავშვები და მათაც უნდათ გართობა და თამაში,აი მაშინ მათი ეგოიზმი შემცირდება.

სახლში აკრძალული უნდა იყოს შეურაცხმყოფელი გამოთქმები. უფროსები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთს,რათა მაგალითი უჩვენონ ბავშვებს. როდესაც მშობლები თვითონ იცავენ ეთიკის წესებს,ეს არის საუკუთესეო მაგალითი პატარებისათვის. უნდა ავკრძალოთ ყვირილი და ხმამაღალი ლაპარაკი,შენიშნვა უნდა იყოს მიცემული მკაცრად,ოღონდ ამავე დროს წყნარად და პატივისცემით. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ბავშვი კრიტიკას და მომავალში თავადაც ასე მოიქცევა. უნდა მივაჩვიოთ ისინი,რომ როდესაც უფროსები აძლევენ შენიშვნას ჩუმად იყვნენ და არ გასცენ პასუხი. 
დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვების ჩაცმულობას,სამოსი უნდა იყოს შესაბამისი და სუფთა,რადგან ეს ახდენს ზეგავლენას პატარების მსოფლმხედველობაზე. 
პატარა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ პატარები,რომ ადგილი დაუთმონ უფროსებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ.
ასევე პატარა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მადლობის თქმას და ვასწავლოთ იყოს მადლიერი მათ მიმართ,ვინც სიკეთეს უკეთებს.
აჰარონ მდინარაძე.

No comments:

Post a Comment