Monday, May 18, 2015

თორა


მიკვირს,როდესაც ამბობენ,რომ თორა რთულია და მკაცრი. ვწუხვარ,რომ ადამიანები ხშირად დაუკვირვებლად ვმსჯელობთ ხოლმე. თორა ის სულიერი წყალია,რომლის გარეშეც მორწმუნის სული შრება და იფიტება. თორა ჩვენი კომპასია,რომელიც უფლის ნებას გვამცნობს და მის სამართალს. თორა გვასწავლის მოყვასის სიყვარულს და მშობლების პატივისცემას. ჭაღარის დაფასებასა და მიხმარებას. თორა რომ არა, არ იარსებებდა თანასწორობა ადამიანებს შორის,თორა რომ  არა არ იარსებებდა ოჯახის ინსტიტუტი და პატოსნება. თორა იცავს ჩვენს შინაგანს დაბინძურებისგან და ჩვენს რწმენას სიკვდილისაგან. თორა ცოცხალი და მოქმედია და ის არც იეშუას (იესოს) არ დაურღვევია,პირიქით მან აღარსრულა ის,სწორედ ამიტომ არის ის ჩემი მესია,რომ მან თავისი სიტყვა კი არ გააუქმა,არამედ დაიცვა და მეც,მის მორწმუნეს თავისი წმიდა სული მომცა,გამომიგზავნა,რათა განახლებული სულით დავიცვა მისი სიტყვა და მიყვარდეს ის,და ვემსახურო მას.

No comments:

Post a Comment